ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს სტუდენტს, რომლიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეგისტრაციო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და ოჯახის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.
დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - თბილისი, შარტავას ქ. N7.