აკადემიური კონკურსი იურიდიულ ფაკულტეტზე საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით
09 სექტემბერი, 2021
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის (პროფესორი) დასაკავებლად იურიდიულ ფაკულტეტზე საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით.
საკონკურსო ვაკანსია:
- პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ნიშნით შესაბამისობა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად.
საკონკურსო კრიტერიუმები:
- პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
აკადემიური ნიშნით:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
- აკადემიური საქმიანობის ხედვა;
- საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.
დამატებითი კრიტერიუმები:
- შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
- პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
- უცხო ენების ცოდნა;
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით;
- კონკურსანტის ანკეტა;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
- უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში აუცილებელია განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა)
- ინფორმაცია პროფესიული/სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის წარმოდგენა ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად)
- ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
- აკადემიური საქმიანობის ხედვა;
- სილაბუს(ებ)ი.
- დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
კონკურსის ეტაპები:
- კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა
- საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება)
კონკურსის პირობები:
- საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
- კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ SEU-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
- კონკურსში შერჩეულ პირებს სურვილის შემთხვევაში გაუფორმდებათ აფილირების ხელშეკრულება.
კონკურსანტების შერჩევის პირობები:
- პირველ ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენა;
- მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება;
კონკურსის ვადები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის 9 სექტემბრიდან;
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 11 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა: 2021 წლის 13-14 ოქტომბერი;
- კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2021 წლის 15-18 ოქტომბერი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
- კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2021 წლის 19 ოქტომბერი;
- სააპელაციო განაცხადის მიღება: 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით;
- სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2021 წლის 21 ოქტომბერი;
- კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნება: 2021 წლის 22 ოქტომბერი.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.
საკონტაქტო ელფოსტა: [email protected] ტელ: 2 90 00 00 შიდა 21
საკონკურსო ანკეტა
საკონკურსო განცხადების ფორმა