საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს 2021-2022 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: პირველკურსელმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია abi.seu.edu.ge (სეუ-ში მოსვლის გარეშე), რომელიც დაიწყება 6 სექტემბერის 11:00 საათიდან და დასრულდება 12 სექტემბერს 18:00 საათზე.
ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე გადახდილი უნდა გქონდეთ სწავლის საფასურის პირველადი შესატანი შემდეგი პრინციპით:
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკში ან ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატით.
მეორე ეტაპი: მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას 10 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით (კვირა დღის გარდა), წინასწარ განსაზღვრულ დროს (მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. №9; მეტრო - 300 არაგველი) და ხელშეკრულების გაფორმებას.
სეუ-ში მოსვლის დროს პირველკურსელებმა თან უნდა იქონიოთ:
ადგილზე რეგისტრაციის თარიღს (რიცხვი და საათი) ირჩევთ ელექტრონულ ბაზაში (abi.seu.edu.ge) მითითებული თარიღების მიხედვით, თქვენს მიერ სასურველ დროს.
აუცილებელია, სტუდენტი უნივერსიტეტში გამოცხადდეს მითითებულ დროს, თან იქონიოს პირბადე და შენობაში შემოსვლის დროს გაიაროს უსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია). წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი რეგისტრაციაზე არ დაიშვება.
პირველკურსელები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ პერიოდში რეგისტრაციის გავლას, უნივერსიტეტს უნდა მიმართონ არაუგვიანეს 28 სექტემბრისა.
სწავლა დაიწყება 4 ოქტომბერს!
გისურვებთ წარმატებას!