ქვეყანაში არსებული ახალი კორონა ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდების გათვალისწინებით, სეუ-მ მიიღო გადაწყვეტილება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ზოგიერთი აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით 2021 წლის 7 ივლისს (ბრძანება N369) გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე პრეტენდენტებს, რომლებსაც სრულყოფილად არ აქვთ წარმოდგენილი საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მიეცეთ ხარვეზის გამოსწორებისათვის დამატებითი ვადა - 2021 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით; აღნიშნულ ვადაში საკონკურსო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პრეტენდენტი არ იქნება დაშვებული კონკურსზე;
გისურვებთ წარმატებებს!