19-22 აგვისტოს SEU-მ უმასპინძლა მეორე საერთაშორისო კონგრესს სოციალური მეცნიერებების დარგში. კონგრესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა SEU-ს ვიცე-რექტორმა გიორგი ღავთაძემ.
კონგრესში აქტიურად მონაწილეობდა SEU-ს აკადემიური პერსონალი და ასევე, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები 37 ქვეყნიდან - 197 აკადემიური პირი. SEU აქტიურად განაგრძობს მუშაობას კვლევის ინტერნაციონალიზაციის მიზნით.