ხარისხიანი განათლების, აკადემიური კავშირებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (ი ეს აი) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ თანხმდებიან საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში გაცვლითი ხელშეკრულების აქტიურ განხილვაზე.
ორივე მხარე თანხმდება, რომ სამომავლოდ, ოფიციალური გაცვლითი ხელშეკრულების გასაფორმებლად, უნდა უზრუნველყონ:
აღნიშნულ ღონისძიებებსა და სხვა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ორივე მხარე თანხმდება პერიოდული კონსულტაციების გამართვის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (ი ეს აი) წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმების, ვორკშოპებისა და ერთობლივი პროექტების ორგანიზების საშუალებით მსოფლიოს ხუთი კონტინენტის უნივერსიტეტებთან და აკადემიურ ცენტრებთან თანამშრომლობს. ი ეს აი მსოფლიო მასშტაბით კვლევითი შესაძლებლობის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების ხელშწყობაში დიდი წვლილი შეაქვს. ი ეს აი ხელს უწყობს ცოდნის მსოფლიო დონეზე გაცვლას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.