27 ივლისს, ბერლინის ელიტარულ კაპიტალ კლუბში გაიმართა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და bbw უნივერსიტეტის ერთობლივი ვორქშოპი - განათლებისა და ინოვაციების შესახებ.
მოხსენებები წარმოადგინეს ბერლინის და ბრანდებურგის ბიზნეს გაერთიანების (bbw Gruppe) თანახელძმვანელებმა ალექსანდრ შრიმპმა და საშა ფლემნითცმა, ასევე ბიზნეს გაერთიანების ბორდის თავმჯდომარემ შტეფან შონჰოლცმა.
სეუ-ს მხრიდან ღონისძიებაში მოხსენებით წარსდგნენ ვიცე რექტორები, გიორგი ღავთაძე, ანა ფირცხალაშვილი და განათლების ადმინისტრირების პროგრამის ხელმძვანელი, პროფესორი თამარ კაკუტია.
ღონისძიებაზე საზეიმოდ აღინიშნა, რომ ბერლინისა და ბრანდერბურგის ბიზნეს გაერთინების (bbw) თანახელძვღანელი, დოქტორი საშა ფლემნითცი გახდა სეუ-ს პროფესორი. ღონისძიებაზე მან განათლების ადმინისტრირების პროგრამის განვითარების საკუთარი ხედვები შესთავაზა უნივერსიტეტს.
შეგახსენებთ, რომ bbw უნივერსიტეტი, რომელიც bbw gruppe ქუდქვეშ ფუნქციონირებს, უკვე SEU - ს პარტნიორია. ინსტიტუციები ბევრი და საინტერესო მიმართულებით გეგმავენ თანამშრომლობას.