22 ივლისს, SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართა. ონლაინ ღია კარის დღეს ფაკულტეტის დეკანი, სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები წარუძღვნენ. შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიამ მიიღო ამომწურავი პასუხი ყველა დასმულ კითხვაზე.
მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საგნების, ლექტორების, სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და ყველა იმ უპირატესობების შესახებ, რასაც სეუ სთავაზობთ მათ.