საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში SEU-ში, ახალგაზრდობის სააგენტომ, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის „განათლება დასაქმებისთვის" (Skills4Jobs) და გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობით, ორდღიანი კონფერენცია “ახალგაზრდული საქმიანობის დღის წესრიგი 2025” ჩატარდა.
კონფერენცია მიზნად ისახავს ახალგაზრდული სფეროს აქტორების ბონის პროცესისა და ახალგაზრდული საქმიანობის ევროპული დღის წესრიგის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებასა და "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025"-ს 3-წლიანი სამოქმედო გეგმის განვითარებას ბონის პროცესის დეკლარაციის მიხედვით.
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერას უწევს გაეროს საკოორდინაციო ჯგუფი ახალგაზრდობის საკითხებზე (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO, UNHCR) და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საქართველოში „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs)“.
სამუშაო ჯგუფებში SEU- ს აკადემური და ადმინისტრაციული პერსონალი მონაწოლეობს
კონფერენციის ფარგლებში მუშაობს 8 თემატური ჯგუფი: