გამოიცა სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“
14 ივლისი, 2021
გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“-ს პირველი ნომერი. ჟურნალი ინდექსირებულია სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში და მასში გამოცემულ თოთოეულ სამეცნიერო სტატიას მინიჭებული ექნება უნიკალური კოდი - ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI). ჟურნალი ორენოვანია და გამოიცემა წელიწადში ორჯერ.
ჟურნალის პირველ გამოცემაში შესულია შემდეგი ნაშრომები:
- სესილი ქადარია - მომხმარებლის სახელშეკრულებო დაცვის ფარგლები ევროდირექტივასა და საქართველოს სამართლებრივ სივრცეში
- ნათია ქაშიბაძე - ევროკავშირის N2008/48/EC დირექტივის იმპლემენტაციისას წარმოშობილი პრობლემატიკა
- ნათია მახათაძე - ზოგიერთი სამოქალაქო საპროცესო მოქმედების გავლენა სახელშეკრულებო მოთხოვნათა სასარჩელო ხანდაზმულობაზე
- პაატა შურღაია - მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელის“ დაბეგვრის ასპექტები და მისი გავლენა საქართველოს ბიზნეს-გარემოზე
- ლევან ლაზვიაშვილი - თანამედროვე მიდგომები სამეწარმეო საქმიანობის მარკეტინგში
- იანა ოხრიმენკო, ანასტასია მენშიკოვა - განათლების სისტემების ჰეტეროგენურობა და უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მოდელი - ევროპული პერსპექტივა
- ნათია გუგუნაშვილი - აგენტიფიკაცია საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში
- მარინა გორდელაძე, გიორგი მოლოდინი - რა არის „სტრატეგიული კომუნიკაციები?“
- მარიამ ადამაშვილი - ციანიდის საქმე ქართულ მედიაში
- თინათინ ზაქარაშვილი - თანამედროვე ქართული მედიის ენა და მეტყველების კულტურა
- ქრისტინე მაჭარაშვილი, გოჩა მიქაუტაძე - რუსეთის ენერგეტიკული ექსპანსიონიზმი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“- ის მაგალითზე ევროკავშირში
სტატიების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.seu.edu.ge/ka/1875