8 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და სსიპ ქალაქ თბილისის N175-ე, სსიპ ქალაქ თბილისის N210-ე და სსიპ თბილისის “კლასიკური გიმნაზია” - სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღნიშნული სკოლების დირექტორები და სასწავლო ნაწილის წარმომადგენლები, SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილი, ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით - გოდერძი ბუჩაშვილი, ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით - გიორგი ღავთაძე, ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ნონა ზუმბაძე, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრბულთა ურთიერთობების სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლები.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებმა ისაუბრეს უნივერსიტეტის საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.
თანამშრომლობის ზოგადი ასპექტები მოიცავს შემდეგს: