საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ კონფერენცია გაიმართა
23 ივნისი, 2021
22 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც SEU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა, ასევე, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც.
კონფერენციები გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიესალმა SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ევროკავშირის 1 და საქართველოს 15 უნივერსიტეტებიდან 140-მდე მომხსენებელი.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სტუდენტთა ნაშრომები შემდეგი პროგრამებიდან:
- მედიცინა
- ჟურნალისტიკა
- ფსიქოლოგია
- საერთაშორისო ურთიერთობები
- ბიზნესის ადმინისტრირება
- კერძო და სისხლის სამართლის მიმართულება
- საჯარო სამართალი.
მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები სხვადასხვა საკითხებზე:
- როგორ იყენებს რუსეთი მედიას პროპაგანდისტულ იარაღად საქართველოში ჰიბრიდული ომის საწარმოებლად
- თანამედროვე ქართველი მესვეტეები
- არასრულფასოვნების კომპლექსი-პრობლემები და გამოწვევები
- ევროპავშირის მიგრაციის პოლიტიკა
- ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე
- ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა
- დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა საქართველოში და სხვა.