SEU-ში ფსიქოლოგიის კვირეული გაიმართა
18 ივნისი, 2021
14 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა ფსიქოლოგიის კვირეული, სადაც SEU - ს პროფესორებმა და ლექტორებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:
მადონა კეკელია - ფსიქოლოგიის გამოყენებითი მიმართულებები.
- ნინო იაკობაშვილი - პოზიტიური ფსიქოლოგია სოციალურ სფეროში.
- ნინო კობაიძე - რეკლამის ფსიქოლოგია, ეკონომიკის ფსიქოლოგია.
- თინათინ მიშველიძე - პოლიტიკის ფსიქოლოგია, სპორტის ფსიქოლოგია.
რუსუდან მხეიძე - კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაციის ამოცანები.
- გიორგი დონაძე - არტთერაპია, ფსიქოდრამა, ფსიქოკონსულტირება.
- თამარ აზმაიფარაშვილი - ფსიქოთერაპიის საფუძვლები, ფსიქოანალიზი.
- მაგდა ფერაძე - გეშტალტთერაპია.
ლია ქურხული - განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგიის პრაქტიკული ასპექტები.
- ნინო ქიტოშვილი - პრევენციული ფსიქოლოგია და პედაგოგიკა.
- ნინო ტრაპაიძე - ლოგოპედია, სურდოლოგოპედია.
- თეონა ნუცუბიძე - განათლების ფსიქოლოგია.
ელისო კერესელიძე - ფსიქოლოგია შრომისა და ორგანიზაციის სფეროში.
- ეკა ლიპარტია - პერსონალის ფსიქოლოგიური შეფასება და შერჩევა.
- ეკა გვარამია - მართვის ფსიქოლოგია,მომხმარებლის ფსიქოლოგია.
- გიორგი გერგაული - სამხედრო ფსიქოლოგია.
- თამარ წიგნაძე - ერგონომიკა.
ინა შანავა - სოციალური ფსიქოლოგია ყოველდღიურ სინამვილეში.
- მადონა კეკელია - ურთიერთობის ფსიქოლოგია.
- რუსუდან ესებუა - ხელოვნების ფსიქოლოგია.
ვებინარებს ესწრებოდნენ ფსიქოლოგიის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტები, აგრეთვე ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.