15 ივნისს, SEU-ს საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში ტურიზმის პროგრამის პროფესორებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პუკეტის საერთაშორისო ტურიზმის კონფერენციაში 2021, რომელიც ტაილანდის Phuket Rajabhat University-ის და SEU-ს პარტნიორ მალაიზიის UCSI University-ის ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტები და დარგის სპეციალისტები. კონფერენციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა: აგროტურიზმი,ივენთ - ტურიზმი და დანიშნულების ქვეყნის მარკეტინგი, eWOM-ის და სოციალური მედიის როლი მომხმარებლის ქცევაზე, ტექნოლოგიური ინოვაციები ტურიზმში და სხვა.