14 ივნისს SEU - ს საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით ხორციელდება და სტუდენტებში სამეწარმეო უნარების განვითარებას გულისხმობს, SEU - ს სტუდენტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: „გუნდური მუშაობა და ლიდერობის უნარები“.
ტრენინგი ჩაატარეს ბირმინგემის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი), კომპანია Steam House-ის (ბრიტანეთი) და კომპანია Creative Spark - ის (ბრიტანეთი) ექსპერტებმა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგს SEU - ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.