გაცნობებთ, რომ ლაზარსკის უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს აფილირებულ აკადემიურ პერსონალს სთავაზობს საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში "Economic and Political Thought" სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობას.
ჟურნალი "Economic and Political Thought" რეგისტრირებულია შემდეგ სამეცნიერო ბაზებში: ERIH PLUS, BazEKon, BazHum, Index Copernicus.
აღნიშნულ ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება ხელს შეუწყობს SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე. სტატიები მიიღება ივნისის ბოლომდე.
სტატიის გადაგზავნისას გთხოვთ, მიმოწერაში მიუთითეთ ვიცე-რექტორის სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, ქალბატონი ანა ფირცხალაშვილის და პროექტების მართვის მენეჯერის სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, ნათია გუგუნაშვილის ფოსტის მისამართი.
დეტალური ინფორმაცია ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების სტანდარტებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: