30 მაისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ ახალგაზრდულ ფორუმს Youth Speak Forum-ს უმასპინძლა.
Youth Speak Forum-ი არის აისეკის და გაერთიანებული ერების საერთო პროექტი, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და იგი აძლევს ახალგაზრდა სტუდენტებს საშუალებას, ჩაერთონ დისკუსიებში გლობალურ და ადგილობრივ პრობლემებზე სასაუბროდ, რათა ჩამოაყალიბონ ახალი იდეები, რითაც ისინი შეძლებენ მოახდინონ დადებითი გავლენა მსოფლიოსა და ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.
ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციასა და განხორციელებაში ატარებენ სესიებს ახალგაზრდებისათვის, რათა აიმაღლონ ცნობიერება მსოფლიოში არსებულ ამჟამინდელ პრობლემებზე. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, რომ მიიღონ მონაწილეობა
სხვადასხვა აქტივობებში და განივითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ეროვნული უნივერიტეტი SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილმა, სტუმრები გახლდნენ:
აღსანიშნავია, რომ სეუ აქტიურად უჭერს მხარს მსგავს საგანმანათლებლო ღონისძიებებს.