28 მაისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა კურსამთავრებულის - თეკო ბასილაშვილის - წიგნის „შემოდგომის არეული დღეები“ პრეზენტაციას.
თეკო ბასილაშვილი გახლავთ SEU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული. ამჟამად ის გახლავთ ქოუჩი და ფსიქოთერაპევტი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ გიორგი კეკელიძე - პოეტი, პროზაიკოსი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და მწერალი ნათია ხადური.
წიგნის კორექტორი გახლავთ - ნელი ბეჟუაშვილი, ტექნიკური რედაქტორები კი არიან - ირაკლი კორძახია და მარი ცუცქირიძე.
SEU მუდმივად უჭერს მხარს ნიჭიერ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.