ჩატარდა ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი
22 მაისი, 2021
22 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით, ბიზნეს სამართლის კვლევის განვითარების პროექტის ფარგლებში, გაიმართა ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი - "ბიზნეს სამართლებრივი გარემო ბოლოდროინდელი და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად".
ღონისძიება გახსნეს ანა ფირცხალაშვილმა - SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით და თენგიზ თაქთაქიშვილმა - SEU- მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა გოგა კიკილაშვილი - ბიზნეს სამართლის კვლევის განვითარების პროექტის კოორდინატორი, SEU- ასოცირებული პროფესორი.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა განიხილეს ბოლო პერიოდში განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდეს ბიზნეს სამართლებრივი გარემოს ფორმირებაზე.
სიმპოზიუმზე განხილულ იქნა შემდეგი თემები:
ბიზნეს დავები და დავას გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები
- ირაკლი ყანდაშვილი - სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე;
- ჯაბა გველებიანი - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი;
შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი
- ბექა ფერაძე - მთავარი შრომის ინსპექტორი;
- რაისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები - მნიშვნელოვანი სიახლეები ბიზნესისთვის
- ნიკოლოზ აბუთიძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
- ლიკა კლიმიაშვილი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი;
მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონი, ახალი სამართლებრივი რეალობა, გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნესისთვის
- გიორგი გიგუაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ჯგუფის კერძო სამართლის მიმართულების კოორდინატორი;
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, ახალი სამართლებრივი რეალობა, გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნესისთვის.
სიმპოზიუმის ლაივის ნახვა შესაძლებელია SEU-ს ფეისბუქ გვერდზე.