20 მაისს სეუ-ში ინსტიტუციური კვლევების ფონდის (IRF) მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას თავმჯდომარეობდა ვიცე-რექტორი ანა ფირცხალაშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა მიმდინარე წლის სამეცნიერო მიღწევები და გამოწვევები.
ასევეე, შეთანხმდა მომავალი კვლევითი საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები.
მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა უცხოელი და ქართველი პროფესორები და სეუ-ს ვიცე-რექტორები კვლევისა და ფინანსების მიმართულებით.
სეუ-ში მოქმედი ინსტიტუციური კვლევების ფონდის მიზანია, გააუმჯობესოს კვლევის დაფინანსების მექანიზმები, მოახდინოს ინოვაციური პროექტების განვითარების სტიმულირება და ხელშეწყობა, დაეხმაროს სეუ-ს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს კვლევითი საქმიანობის და პროექტების მომზადებასა და მართვაში.