სტაჟირება ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე სეუ-ში
17 მაისი, 2021
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სტაჟიორის პოზიციაზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
- ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9
- ხანგრძლივობა: 3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან შესაბამის პოზიციაზე.
- სამუშაო საათები: არასრული სამუშაო გრაფიკი
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
- ანაზღაურება: 300 ლარი
სამუშაოს აღწერა:
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი( სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება).
- გამავალი ზარის განხორციელება და ინფრომაციის მიწოდება სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
- სასწავლო ბაზაში არსებული საინფორმაციო ველის ყოველდღიური მონიტორინგი და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
- პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება.
- სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებენზე პასუხის გაცემა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- (რუსულის ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, E_ mail, internet);
- გამართული მეტყველება.
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- კონფლიქტებისა და დავების მართვა
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტიანი მართვა
- ინფორმაციის შეგროვება
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე / CV (ფოტოთი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
- განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23/05/2021
- გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
- დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც.