23 აპრილს, ბერლინ-ბრანდერბურგის (BBW) ბიზნესის შემდგომი განათლების აკადემიის, საგანმანათლებლო კვლევებისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის, გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს SEU-ს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ტურიზმის პროგრამულ მიმართულებაზე გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, როგორც სტუდენტების, ასევე, პროფესორ-მასწავლებლების დონეზე.
მხარეების ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს, როგორც სასწავლო-მეთოდურ, ასევე, ერთობლივ სამეცნიერო და პრაქტიკულ აქტივობებში მხარეთა აქტიურად ჩართვას.
გერმანული მხარიდან წარმოდგენილი იყო დოქტორი, ბატონი საშა ფლემინცი - BBW უნივერსიტეტის რექტორი, ასევე დოქტორი ჰაინც იურგენ ბოითერი, ხოლო SEU-ს მხარეს წარმოდგენილი იყვნენ ვიცე-რექტორები: პროფესორი გიორგი ღავთაძე და პროფესორი ანა ფირცხალიაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარატამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნონა ზუმბაძე, ტურიზმის პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ღვინჯილია და ტურიზმის პროგრამული მიმართულების ასოცირებული პროფესორი მაია ღვინჯილია.