18 აპრილს დასრულდა ტურნირი „თბილისის თასი მინი ფეხბურთში“, რომელიც საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (სოა) ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეხვდნენ, ჩემპიონატის გამარჯვებული SEU გახდა.