31 მარტს, 1 და 6 აპრილს საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა სამ დღიან ტრენინგს სახელწოდებით “საგრანტო პროექტების მომზადების პრაქტიკული უნარები”.
ტრენინგი მიზნად ისახავდა საგრანტო განაცხადის წერისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც წარმოადგენს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განუყოფელ ნაწილს.
ტრენინგს წარუძღვა SEU-ს პროფესორი, ირინე სახელაშვილი.
ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს თანამშრომლებმა, ასევე სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.