26 და 27 აპრილს, კინოს დღეების ფარგლებში SEU -ში კინო ჩვენება მოეწყო.
26 აპრილს, საერთაშორისო პროგრამის ორგანიზებით, წარმოდგენილი ფილმი იყო - „არგო“.
27 აპრილს, ბიზნესის ადმინისტრირების და მენეჯმენტის პროგრამების ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო ფილმი - „12 განრისხებული მამაკაცი“.
ფილმების ჩვენების შემდეგ მოეწო დისკუსია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.