სს “ენერგო-პრო ჯორჯია”, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ იწვევენ ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და ახალკურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების, ენერგეტიკის / ელ. ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებს „საზაფხულო დასაქმების პროგრამაში“ მონაწილების მისაღებად. ასევე მსურველებს იწვევს ფინანსური და აბონენტებთან ურთიერთობის მიმართულებით სტაჟირებაზე.
საზაფხულო დასაქმების პროგრამა მოიცავს 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას. შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებში, შემდეგ მიმართულებებში:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
„საზაფხულო დასაქმების პროგრამის“ სრული ხანგძლივობა: 2 თვე
პროგრამის სავარაუდო პერიოდი: 1 ივლისი - 1 სექტემბერი
ლოკაცია: კომპანიის სათაო ოფისი (თბილისი) და რეგიონული ფილიალები (ქუთაისი; ბათუმი; ხაშური; თელავი, რუსთავი).
პროგრამა მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, პროექტების მომზადებას, უშუალო სამუშაო პროცესებში ჩართულობას. სტაჟირების პროგრამას გაუძღვებიან კომპანიის, ენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.
პროგრამაში ჩართვის, ძირითადი მოთხოვნები:
დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2023 წლის 11 ივნისი