განრიგი
დაწყების თარიღი:
11 მარტი, 2020
ტრეინინგის პერიოდულობა:
ოთხშაბათი, პარასკევი 19:00 დან - 22:00 საათამდე
დამთავრების თარიღი:
08 აპრილი, 2020
მიმოხილვა
სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები ისწავლიან მონაცემთა ბაზების შექმნას და განახლებას, სხვადასხვა ბაზებიდან ინტერაქტიული ცხრილების აწყობას, სტატისტიკურ-ანალიტიკური ცხრილების შედგენას, ფინანსური ფუნქციების ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ამორტიზაციის ცხრილის აწყობას და ანალიზს.
სასწავლო კურსი განკუთვნილია ფინანსური მენეჯერებისთვის, ანალიტიკოსებისთვის, გაყიდვების, საბანკო სფეროში მომუშავე და ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ან/და გაიუმჯობესოს ექსელის ცოდნა ფინანსურ მონაცემთა დამუშავების და ანალიზის მიმართულებით.
კურსის გასავლელად მსმენელებს აუცილებელია ქონდეთ ექსელის საბაზისო შესაძლებლობების ცოდნა.
კურსის განმავლობაში თითოეული თემის დამუშავება ხდება პრაქტიული მაგალითების საფუძველზე. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად შეასრულონ ოპერაციები.
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ თავიდან აიცილონ ფინანსური ანალიზის დროს დაშვებული შეცდომები და უმოკლეს დროში განახორციელონ სხვადასხვა ფინანსური ოპერაციები :
კურსს გაუძღვება პრაქტიკოსი ტრენერი ნინო ოღაძე. 2011 წლიდან არის ACCA წევრი.2011 წლიდან საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ასოცირებული წევრი. 2015 წლიდან Microsoft Office Excell 2010-ის სერთიფიცირებული წევრი.
მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.
კურსის ღირებულება 450 ლარი.(გადახდა ხდება კურსის დაწყებამდე)
კურსის ხანგრძლივობაა 30 საათი.
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ ოთხშაბათი, პარასკევი 19:00 დან - 22:00 საათამდე
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სერტიფიკატი!
კურსი დაიწყება 11 მარტს!
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/vwJR3spbR2BtPVZ78
სეუს სტურენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება!
ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი პირის დარეგისტრირების შემთხვევაში მოქმედებს 10% -იანი ფასდაკლება!
საკონტაქტო ინფორმაცია:
GE82BG0000000304043700GEL
თემატიკა
ტრენერები
ტრენინგის ღირებულება
450 ლარი