განრიგი
დაწყების თარიღი:
27 აპრილი, 2023
ტრეინინგის პერიოდულობა:
19:00-21:00
დამთავრების თარიღი:
29 მაისი, 2023
მიმოხილვა
27 აპრილიდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს ტრენინგ ცენტრი იწყებს მიღებას ინტერიერის დიზაინის კურსზე!
ინტერიერის დიზაინის კურსი შესაძლებლობას აძლევს დიზაინის სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, შეისწავლონ ინტერიერის დიზაინის საბაზისო და აუცილებელი უნარები, რაც დაეხმარებათ პროფესიული კუთხით შემდგომი განვითარებისთვის.
კურსის განმავლობაში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ სამშენებლო პროცესს, ადგილზე გაეცნონ სამუშაოს დეტალებს და მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.
კურსს გაუძღვება s interiors დიზაინ სტუდიის დამფუძნებელი, ინტერიერის დიზაინერი, სალომე გულორდავა.
თითოეული შეხვედრა მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. მსმენელები ჯგუფებად ან ინდივიდუალურად შეძლებენ თეორიის პრაქტიკაში განხორციელებას.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ ნებისმიერი სივრცის დამოუკიდებლად დაგეგმვასა და სამუშაოს შესრულებას.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თემატიკა
ტრენერები
ტრენინგის ღირებულება
1190 ლარი