განრიგი
დაწყების თარიღი:
21 იანვარი, 2023
ტრეინინგის პერიოდულობა:
დამთავრების თარიღი:
22 იანვარი, 2023
მიმოხილვა
ტრენინგის პროგრამა შექმნილია სტაციონარული დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალისთვის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო შემთხვევების მართვის სრულყოფის მიზნით. იგი მოიცავს საკითხებს, რომლებიც აქტუალურია ზემოაღნიშნულ პროგრამაში ჩართული საექიმო პერსონალისთვის და კლინიკების ხარისხის მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანიების შესაბამისი პროფილის მუშაკებისთვის.
ტრენერი:
მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი - დოქტორანტი, საყოველთაო ჯანდაცვისა და DRG ექსპერტი; ჯეო ჰოსპიტალსის საოპერაციო დირექტორი.
ტრენინგის დასწრების შემდეგ თქვენ მიიღებთ:
სიღრმისეულ ცოდნას დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების პირობებში, საქართველოში მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევების ადმინისტრირების პროცესის შესახებ. ასევე, ტრენინგზე განხილული თემების მართებული შესრულებისათვის გამზადებულ ფაილებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შედეგზე ორიენტირებული სწავლების გავლის სერტიფიკატი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ტრენინგ ცენტრისგან.
ტრენინგზე დასწრებისათვის, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ: https://bit.ly/3VrZknB
ტრენინგის ღირებულებაა 390 ლარი 1 მონაწილისთვის, ორგანიზაციიდან ჯგუფის წარმოდგენის შემთხვევაში - 350 ლარი თითოეული მონაწილისთვის.
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 555 29 63 28
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16.01.2023
მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე. ტრენინგში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 30.
მონაწილეობისთვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და 16.01.2023-მდე ჩარიცხოთ შესაბამისი თანხა შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი GE82BG0000000304043700GEL
შერჩეულ აპლიკანტებს დავუკავშირდებით 17.01.2023.
ტრენინგი ჩატარდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, 21 – 22 იანვარი, (შაბათ/კვირას) მისამართი წინანდლის ქუჩა 9, 300 არაგველის მეტროსთან.
განრიგი:
თემატიკა
ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
ტენინგის ფორმატი: მინი-ლექციები, პრეზენტაცია, სიტუაციური ანალიზი (case-study), სავარჯიშოები (ინდივიდუალური და ჯგუფური), დისკუსია.
შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელი ამოქმედდა, დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
იხილეთ ვიდეო
ტრენერები
ტრენინგის ღირებულება
390 ლარი