განრიგი
დაწყების თარიღი:
29 მარტი, 2022
ტრეინინგის პერიოდულობა:
სამშაბათი - ხუთშაბათი, 19:00 - 21:00 საათამდე
დამთავრების თარიღი:
22 აპრილი, 2022
მიმოხილვა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ტრენინგ ცენტრი იწყებს მიღებას პროექტის მართვის (PMP) სასერტიფიკატო კურსზე!
კურსი განკუთვნილია საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის. კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული პროექტის მენეჯერებისთვის, ასევე პროექტში მონაწილე სხვა პირებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიუმჯობესონ თეორიული ცოდნა და შეძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება.
პროექტის მართვის კურსი ONLINE ფორმატში ჩატარდება.
კურსის მიზანია, მსმენელების თეორიული ცოდნის გაუმჯობესება და პრაქტიკული უნარების განვითარება. თეორიული ნაწილი შედგენილია ფართოდ აღიარებულ PMI მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, ხოლო პრაქტიკული ნაწილი აგებულია ქართული და საერთაშორისო პროექტების მაგალითებზე.
კურსის განმავლობაში თქვენთან იმუშავებს:
ლელა მაჩაიძე - დამოუკიდებელი ტრენერი, მენტორი და ქოუჩი, პროექტების მართვის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ლელა არის სერტიფიცირებული პროექტის მართვის პროფესიონალი (PMP), ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), ბიზნეს ურთიერთობების მენეჯმენტის პროფესიონალი (BRMP) და პროფესიონალი Scrum Master (PSM). ასევე, მას აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის სერთიფიკატი პროექტების მენეჯმენტში და არის Erickson Coaching International-ის კურსდამთავრებული.
18 წლის განმავლობაში, ლელა სხვადასხვა სექტორში ხელმძღვანელობდა ათობით პროექტს, მონაწილეობდა 320 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ინიციატივების მართვაში ქვეყნის მასშტაბით. ის სპეციალიზირებულია პროდუქტის განვითარებაში, ინოვაციური ინიციატივების და კაპიტალური პროექტების განხორციელებაში.
საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების 2500-ზე მეტი მენეჯერისთვის, ლელას ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარებული აქვს პროექტის ოპერაციების, პროექტის მონიტორინგის და კონტროლის, რისკების მართვის და ცვლილებების მართვის 1000-ზე მეტი ტრენინგი.
კურსის ხანგრძლივობა: კურსი დაიწყება 29 მარტს და გაგრძელდება 22 აპრილამდე.
კურსის განრიგი: სამშაბათი - ხუთშაბათი, 19:00-21:00 საათამდე.
SEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება! ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში,მოქმედებს 10% იანი ფასდაკლება!
საკონტაქტო ინფორმაცია:
თემატიკა
ტრენერები
ტრენინგის ღირებულება
1580 ლარი