განრიგი
დაწყების თარიღი:
15 მარტი, 2022
ტრეინინგის პერიოდულობა:
სამშაბათი, პარასკევი 19:00- 21:30
დამთავრების თარიღი:
17 მაისი, 2022
მიმოხილვა
ინტერიერის დიზაინის კურსი შესაძლებლობას აძლევს დამწყებ დიზაინერებს, სტუდენტებს, დიზაინის სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირებს, შეისწავლონ ინტერიერის დიზაინის საბაზისო და აუცილებელი უნარები, რაც დაეხმარებათ პროფესიული კუთხით, შემდგომი განვითარებისათვის.
კურსის განმავლობაში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას სხვადასხვა დიზაინ სტუდიაში, დაესწრებიან სამშენებლო პროცესს, გაეცნობიან სამუშაოს დეტალებს, რაც დაეხმარებათ კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.
კურსს გაუძღვება THE WALL design studio-ს დამფუძნებელი, ინტერიერის დიზაინერი რუსუდან თუმანიშვილი.
კურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო ორი პროექტის ავტორი გაივლის სტაჟირებას დიზაინ სტუდიაში.
ყველა მეცადინეობა მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. მსმენელები ჯგუფებად ან ინდივიდუალურად შეძლებენ თეორიის პრაქტიკაში განხორციელებას.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ ნებისმიერი სივრცის დამოუკიდებლად დაგეგმვას და სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულებას.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თემატიკა
ტრენერები
ტრენინგის ღირებულება
1150 ლარი