განრიგი
დაწყების თარიღი:
21 დეკემბერი, 2021
ტრეინინგის პერიოდულობა:
16:00
დამთავრების თარიღი:
21 დეკემბერი, 2021
მიმოხილვა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს სახელწოდებით - სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობები უნივერსიტეტებისთვის და გამომცემლობებისთვის.
ტრენინგი განკუთვნილია გამომცემლობებისთვის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჟურნალის სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებისა და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის საკითხებზე.
სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში მნიშვნელოვნად ზრდის სტატიაზე ხელმისაწვდომობას და ავტორის ცნობადობას საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში. შესაბამისად, ინდექსირება საერთაშორისო ბაზებში უფრო მიმზიდველს ხდის ჟურნალს მკვლევრისთვის, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ჟურნალისა და ასევე, გამომცემელი უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით პროდუქტიულობაზე.
თემატიკა
ტრენინგი მიზნად ისახავს, გააცნოს მონაწილეებს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, საძიებო სისტემები და აღნიშნულ ბაზებში ჟურნალის ინდექსირების პროცედურები. ამასთან, განხილული იქნება გამომცემლობის ან საგანმანათლებლო დაწესებულების Crossref - ის ორგანიზაციაში გაწევრიანების, გამოცემისა და ცალკეული სტატიებისთვის ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI) - ის მინიჭების პროცედურები.
ტრენერები
ტრენინგის ღირებულება
0 ლარი