განრიგი
დაწყების თარიღი:
01 ნოემბერი, 2021
ტრეინინგის პერიოდულობა:
ორშაბათი, ხუთშაბათი 19:00- 22:00 სთ
დამთავრების თარიღი:
23 დეკემბერი, 2021
მიმოხილვა
3D Max მოდელირების და ვიზუალიზაციის კურსი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეისწავლოს 3D Max პროგრამა, განახორციელოს მისთვის სასურველი პროექტების ვიზუალიზაცია და განავითაროს პროფესიული უნარები ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. ყველა ლექციის დასრულების შემდეგ მსმენელებს მიეცემათ დავალებები შესასრულებლად, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ ექნებათ შესასრულებელი ფინალური პროექტი/პრეზენტაცია.
კურსის განმავლობაში თქვენთან იმუშავებენ ტრენერები:
რუსუდან თუმანიშვილი - ინტერიერის დიზაინერი, THE WALL design studio დამფუძნებელი;
ვანო გავაშელიშვილი - 3D ვიზუალიზაციის პროფესიონალი, 2018 წლიდან მუშაობს არქიტექტურულ კომპანია Spectrum-ში 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით;
ალექსანდრე ზაქარეიშვილი - არქიტექტორი, შპს „ფორ საიდი“ დამფუძნებელი. მუშაობდა ისეთ პროექტებზე როგორიცაა: მაკდონალდსის რესტორანი კახეთის გზატკეცილზე, სასტუმროს კომპლექსი ყვარლის ტბაზე, ისტ პოინტის ახალი სავაჭრო შენობა და სხვა;
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ ნებისმიერი სივრცის დამოუკიდებლად დაგეგმვას და რენდერის მომზადებას.
SEU-ს სტუდენტებზე და კურსდამთავრებულებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება!
სხვა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებზე მოქმედებს 10% იანი ფასდაკლება!
თემატიკა
ტრენინგის ღირებულება
850 ლარი