ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაცია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში.
სადიაგნოსტიკო ტესტირება - შეამოწმე შენი თავი Naec-თან ერთად.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული უნივივერსიტეტი სეუ 2017 წლის 25 ივნისს ჩაატარებენ იმიტირებულ გამოცდას ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტში.
გამოცდისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით.
გამოცდაზე დაცული იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი.
მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაიარონ ტესტირება სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში.
ტესტირების შედეგს მონაწილე მიიღებს ტესტირების დასრულებისთანავე.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს ინიციატივით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროექტის goNaec ახალი მიმართულება შექმნა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტირებას უნივერსიტეტში ჩატარებას გულისხმობს.
გამოცდაში მონაწილეობა არის უფასო და ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი დაიფარება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.