სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 სექტემბერი, 2024

24 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს: 

  • მხარეთა თანამშრომლობას დაცულ ტერიტორიებზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევის მიმართულებით;
  • სამეცნიერო კვლევების განვითარების აუცილებლობას და ამ მიზნით სამეცნიერო-კვლევითი მონაცემების გაცვლას;
  • სტუდენტებისთვის პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენა/განვითარებას;
  • მხარეების მიერ ერთობლივი ღონისძიებების და პროექტების დაგეგმვა/განხორციელებას; 
  • სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სტაჟირების ხელშეწყობას.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე.

Message body empty