სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ლია კურტანიძემ “Advances in Modal Logic, AIML2024”-ის საერთაშორისო კონფერენციში მიიღო მონაწილეობა

24 სექტემბერი, 2024

SEU-ს ასოცირებულმა პროფესორმა,მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელმა ლია კურტანიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში “Advances in Modal Logic, AIML2024”, სადაც კოლეგებთან ერთად წარადგინა ფუნდამენტური კვლევის მიმდინარე შედეგები.  

Advances in Modal Logic არის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, ასევე მოიცავს ამ კონფერენციებზე დაყრდნობით წიგნების გამოცემას მოდალურ ლოგიკაში. კონფერენციების სერიის მიზანია წარმოადგინოს მნიშვნელოვანი სიახლეები მოდალურ ლოგიკაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  

კონფერენციის (AIML 2024) ორგანიზატორები იყვნენ: ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერული მეცნიერებების ინსტიტუტი ( Institute of Computer Science of the Czech Academy of Sciences) და კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი ( Faculty of Arts of Charles University).

Message body empty