მიმდინარე წლის 24 თებერვალს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia მართავს დასაქმების ფორუმს - ღია კარის დღეს- „დასაქმნდი აეროპორტში“.
დასაქმების ფორუმი გაიმართება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში, 10:00-18:00 საათამდე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტენში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნონ თავიანთ ფუნქცია -მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში.
TAV Georgia ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1,500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.