11 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ ვიცნოთ და გადავამოწმოთ მანიპულაციური კონტენტი.“
სპიკერი: ნატა ძველიშვილი - მედიასაშუალება „ინდიგოს“ დირექტორი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. ამზადებს მედიაკვლევებს, ანგარიშებს და სახელმძღვანელო დოკუმენტებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
დრო: 16:00 საათი.
ლექცია გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.
დასწრება თავისუფალია.
დარეგისტრირებულ პირებს შეხვედრის ბმული, ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ მითითებულ ნომრებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.