საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, ნიდერლანდების საელჩოსთან, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან და ასოციაცია „ტყის პროდუქტთან“ ერთად, სოფლად მეწარმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს - საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
კონკურსის ფარგლებში გვაქვს სურვილი თქვენთან თანამშრომლობის, რათა მაქსიმალურად მოხდეს ყველა დაინტერესებული სტუდენტის ჩართვა ჩვენს პროექტში. გიზიარებთ ჩვენი პროექტის აპლიკაციის ბმულს და გთხოვთ თითოეული უნივერსიტეტმა გაუზიაროთ სტუდენტებს თქვენს ხელს არსებული საინფორმაციო წყაროების მეშვეობით კონკურსის შესახებ ინფორმაცია.
დარეგისტრირდი
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:
- ექსპერტებისა და მენტორების დახმარებით გაეცნონ ტყის არამერექნული რესურსების პოტენციალს საქართველოში;
- მოიძიონ ბენეფიციარები და მათთან ერთად შეიმუშაონ ბიზნეს გეგმის კონცეფციები მათთვის ყველაზე საინტერესო იდეებისათვის, რომელიც მორგებული იქნება მიმდინარე სტარტ-აპ პროგრამებზე და გრანტებზე;
- დაესწრონ ტრენინგს მწვანე ეკონომიკის შესახებ კაჭრეთის ამბასადორში;
- შეისწავლონ ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი შეგროვების, წარმოებისა და მარკეტინგის საკითხები;
- მაღალი დონის შეხვედრაზე წარადგინონ საკუთარი კონცეფციები და მოიპოვონ საუკეთესოს სტატუსი;
- ითანამშრომლონ სახელმწიფო და საერთაშორისო განვითარების პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
- მიიღონ გამოცდილება პროფესიული განვითარებისთვის;
- უნივერსიტეტებთან განიხილონ შესაძლებლობები კონკურსის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოს დასაკავშირებლად საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომების მომზადებისა და სტაჟირების პროცესთან.