საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს თანაორგანიზებით 19-22 აგვისტოს გაიმართება მეორე საერთაშორისო კონგრესი სოციალური მეცნიერებების დარგში.
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ოცზე მეტი ქვეყნიდან. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივლისი.
საერთაშორისო კონგრესი გაიმართება ონლაინ ფორმატში და მასში მონაწილეობა უფასოა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და რეგისტრაციის გავლის მიზნით, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.