სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვებინარი - აკადემიური კეთილსინდისიერება, პლაგიატის პრევენცია და სამეცნიერო ნაშრომის შედგენის სტანდარტები

06 აპრილი
zoom.us

6 აპრილს, SEU უმასპინძლებს ვებინარს თემაზე: „აკადემიური კეთილსინდისიერება,  პლაგიატის პრევენცია და სამეცნიერო ნაშრომის შედგენის სტანდარტები“.

ვებინარში მონაწილეობის შედეგად მსმენელები გაათვითცნობიერებენ აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობას, მიიღებენ რჩევებს პლაგიატის პრევენციის მექანიზმების თაობაზე სამეცნიერო ნაშრომის შედგენის მაგალითზე.

ვებინარში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

დრო: 15:00 სთ

ვებინარი გაიმართება ზუმის პლატფორმის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://seu.zoom.us/j/3654297499

რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.

ვებინარს გაუძღვება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: [email protected]

Message body empty