სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ევროპული კვლევების საბჭო აცხადებს პირველ საგრანტო კონკურსს - Starting Grants-ს

08 აპრილი

ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის Horizon Europe (2021-2027) ფარგლებში ევროპული კვლევების საბჭო აცხადებს პირველ საგრანტო კონკურსს (Starting Grants), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საუკეთესო მკვლევრებს, დაიწყონ თავიანთი დამოუკიდებელი კვლევითი გუნდის ჩამოყალიბება ან პროგრამის განხორციელება.

გრანტები განკუთვნილია დამწყებ მკვლევართათვის, რომელთაც დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან აქვთ 2-7 წლიანი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის  გამოცდილება და წარადგენენ მაღალი ხარისხის კვლევით პროქტს.

კვლევის სფეროები შეზღუდული არ არის. 

განაცხადები მიიღება 25 თებერვლიდან, ბიუჯეტი შეადგენს 619 მლნ ევროს, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა  2021 წ. 8 აპრილი. 

დეტალური ინფორმაცია საგრანტო განცხადის წარდგენის პროცედურის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, გრანტის მოცულობის, შერჩევის კრიტერიუმებისა და გრანტის მიღების პირობების შესახებ განთავსებულია მისამართზე.

ასევე ინფორმაცია პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი საგრანტო კონკურსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე.

Consolidator Grants (11 მარტი - 20 აპრილი) (განკუთვნილია 7-12 წლის გამოცდილების მქონე მკვლევართათვის).

Advanced Grants (20 მაისი - 31 აგვისტო) (განკუთვნილია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევების მქონე მკვლევარეთათვის).

Message body empty