პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებენ ესეების კონკურსსა და ონლაინ კონფერენციას.
კონკურსის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობაა. პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში ხორციელდება.
სტუდენტებმა ესე უნდა მოამზადონ არსებული ჩამონათვალიდან ერთ-ერთ თემაზე:
არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაზიარების საფრთხეები.
პირველ ეტაპზე კონკურსანტების შეფასება მოხდება შერჩეულ თემაზე მომზადებული აბსტრაქტების მიხედვით.
მოხსენებათა აბსტრაქტები, შესაბამისი აპლიკაციის ფორმით, 11-დან 22 დეკემბრის ჩათვლით მიიღება შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]
წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: „ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის“.
შესაბამისი აბსტრაქტის წარმოდგენის შემდეგ, საკონფერენციო თემების შერჩევა მოხდება თემატიკის რელევანტურობიდან, შინაარსის მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე. ინფორმაცია აბსტრაქტების შეფასების შედეგების შესახებ სტუდენტებს ეცნობებათ 25 დეკემბერს. დადებითი პასუხის შემთვევაში, სტუდენტებს ესეს სრული მოცულობით მოსამზადებლად განესაზღვრებათ დამატებითი ვადა.
ესეს შეფასება:
ესეების შეფასებისა და კონფერენციაზე მათი წარმოდგენის ძირითადი კრიტერიუმებია:
ესეს მოსამზადებლად ნაშრომის შესრულების წესსა და სტანდარტს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
ნაშრომებს შეაფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან დაკომპლექტებული ორმხრივი კომისია.
კონკურსის შედეგების შესაბამისად:
დაგეგმილ კონფერენციაზე რეგისტრაცია წინასწარ გამოცხადდება და მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.
გისურვებთ წარმატებებს!