სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში NASA Space Apps Challenge გაიმართება

05 ოქტომბერი

5-6 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩვენი და Startup Büro-ს ორგანიზებით NASA Space Apps Challenge გაიმართება. 

რა არის Space Apps Challenge?

NASA Space Apps Challenge არის ყველაზე დიდი გლობალური ჰაკათონი, სადაც ყველა პროფესიის მქონე ადამიანი ერთად იკრიბება იმისათვის, რომ გამოიგონოს და შექმნას ინოვაციური პროექტები NASA-ს რეალური მონაცემების გამოყენებით. ეს არ შეეხება მხოლოდ კოდირებას; ეს გულისხმობს შემოქმედებითობას, გუნდურ მუშაობას და რეალური შედეგის მიღებას.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? 

სტუდენტს, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, მეწარმეს თუ ხელოვანს, ყველას ვისაც აქვს ან არ აქვს ჰაკათონში მონაწილეობის გამოცდილება. 

რა ელოდებათ მონაწილეებს?

  • ადგილი:  SEU-ს კამპუსი, რომელიც ჰაკათონის შესაბამისად იქნება მოწყობილი. 
  • სპიკერები და მენტორები:  დარგის ექსპერტები, მენტორები და მოწვეული სპიკერები მთელი ღონისძიების მანძილზე დაეხმარებიან მონაწილეებს.  
  • საინტერესო პრიზები: ტოპ ჯილდოები მსოფლიოს მსოფლიო ფინალამდე მისვლის შესაძლებლობით!


რეგისტრაცია

რეგისტრაცია უფასოა, მაგრამ ადგილები შეზღუდულია.

დეტალური ინფორმაციისათვის და სიახლეებისათვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/JXx8O

Message body empty