სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კონკურსი SEU-ს მიერ  სრულად დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაზე პოტსდამის უნივერსიტეტში (გერმანია) 

25 სექტემბერი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს კონკურსს პარტნიორ პოტსდამის უნივერსიტეტში  გაზაფხულის  სემესტრის მობილობისთვის. მობილობა სასწალო პროცესისა და საორიენტაციო შეხვედრების ჩათვლით გაგრძლედება 2025 წლის აპრილიდან 2025 წლის ივლისამდე. შერჩეული სტუდენტს SEU დაუფინანსებს ყოველთვიურ სტიპენდიასა (800 ევრო) და მგზავრობის ხარჯებს (500 ევრო).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი საბაკალავრო საფეხურის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი 2024წ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ  

ელ - ფოსტაზე: [email protected] 

  • პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2)
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა
  • ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • სარეკომენდაციო წერილი
  • CV Europass ფორმატი
  • სამოტივაციო წერილი


გთხოვთ, სააპლიკაციო დოკუმენტების გადმოგზავნამდე გაეცნოთ პოტსდამის უნივერსიტეტის ვებ გვერდს (
https://www.uni-potsdam.de/de ) და მათ ინგლისურენოვანი კურსების ჩამონათვალს: https://www.uni-potsdam.de/en/studium/studying/coursecatalogs 

კანდიდატების შერჩევა მოხდება მიღებული დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]

Message body empty