სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტარტაპ სამიტისა და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი ბათუმში

20 აგვისტო

SEU-სა და სტარტაპ ქონექთის თანამშრომლობის ფარგლებში გიზიარებთ ინფორმაციას საქართველოს სტარტაპ სამიტისა და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრის შესახებ.

საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის თავშეყრის სივრცეა.

20, 21 აგვისტოს, ორი დღის განმავლობაში ღონისძიება გთავაზობთ ნეთვორქინგის, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებს. 

ქართული და საერთაშორისო სტარტაპები სილიკონ ველიზე ისტორიის შექმნის შანსისთვის იბრძოლებენ. 

ღონისძიებაზე შეხვდებით სპიკერებს სილიკონ ველიდან, რჩეულ ქართველ სტარტაპერებს, ინვესტორებს და საერთაშორისო სტუმრებს. 

საქართველოს სტარტაპ სამიტი შეჯიბრზე მეტია. ეს არის საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემისა და ბათუმის სწრაფად მზარდი სცენის აღნიშვნის შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ ტალანტს და საერთაშორისო სტარტაპ ექსპერტებს. 

სამიტი მოიცავს: 

დღე 1:

  • ბათუმის სტარტაპ საზოგადოების დღე, რომელიც გაგვაცნობს ბათუმის ინტერაქციულ სივრცეებს;
  • ბათუმისა და აჭარის სტარტაპ კონკურსი;
  • საქართველოს ეროვნული სტარტაპების კონკურსი;
  • Batumi Beach Party – გახსნის ღონისძიება.

დღე 2:

  • საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის ინვესტორების და ექსპერტების საუბრები ტექნოლოგიურ ტენდენციებზე, შესაძლებლობებზე, საერთაშორისო მასშტაბირებასა და საქართველოს ეკოსისტემის ზრდის პერსპექტივების შესახებ;
  • სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი, რომლის გამარჯვებული სილიკონ ველიზე გაემგზავრება მსოფლიო პოპულარობისთვის და მილიონი დოლარისთვის საბრძოლველად;
  • 1-1 matchmaking ხელოვნური ინტელექტის საშუალებით VIP ბილეთების მფლობელებისთვის სპეციალური ბიზნეს შეხვედრები;
  • VIP დახურვის წვეულება საიდუმლო ლოკაციაზე - იდეალური გარემო შთაგონებისთვის და ნეთვორქინგისთვის.

სტარტაპ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ ბმულზე:

მონაწილეობის მიღება

დედლაინი SEU-ს სტუდენტებისთვის 9 აგვისტო. განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ, რომ SEU-ს სტუდენტები ხართ. 


საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტუდენტებისათვის გამოყოფილია 10 უფასო ბილეთი. ბილეთს მიიღებს პირველი 10 დარეგისტრირებული. ბილეთის მისაღებად გადადით ბმულზე:

ბილეთის მიღება სეუ-ს სტუდენტებისთვისბილეთის შეძენა
არ გამოტოვოთ შანსი, ჩაერთოთ ღონისძიებაში და წვლილი შეიტანოთ ინოვაციების მომავალში.  

Message body empty