სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს მიერ სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

15 ივლისი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის აცხადებს მიღებას სრულად დაფინანსებულ საზაფხულო სკოლაში, რომელიც 15-19 ივლისს გაიმართება იტალიაში, კომოს ტბაზე.

2003 წლიდან, ინსუბრიას უნივერსიტეტის (University of Insubria) შედარებით სამართლის საუნივერსიტეტო კვლევითი ცენტრი ყოველწლიურად აწყობს შედარებითი სამართლის საზაფხულო სკოლას, რომლის ფარგლებშიც ლექციებს კითხულობენ სხვადასხვა ევროპული  ქვეყნის წამყვანი მეცნიერები და პროფესორები. 

წლევანდელი საზაფხულო სკოლის მთავარ თემას წარმოადგენს კრიტიკული საკითხები გარემოს დაცვის სამართალში შედარებით სამართლებრივი პერსპექტივით: პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და მომავალი თაობების უფლებები.

საზაფხულო სკოლის ერთკვირიანი პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს შეისწავლონ გარემოს დაცვის სამართალი, მისი სისტემა, მომწესრიგებელი

საერთაშორისო და ევროპული ნორმები.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია -  *GPA – 3.5, მინიმალური ქულა ძირითად საგნებში - 71. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე. 

საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა: ინგლისური

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე 20 ივნისის ჩათვლით:

რეგისტრაცია

Message body empty