სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ინტელექტუალური თამაში ,,ბრენდ ბლიცი“

17 ივნისი

18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდება თამაში ,,ბრენდ ბლიცი“. 

თამაში შინაარსობრივად მოიცავს საქართველოში სხვადასხვა  ბრენდების მიერ განხორციელებულ აქტივობებთან (რეკლამა, ლოგო, სლოგანი, სიმღერა) დაკავშირებულ შეკითხვებს. თამაში სამი რაუნდისგან შედგება: 

  • პირველი რაუნდი - რაუნდი შედგება 10 კითხვისგან, თითოეული კითხვისთვის პასუხის გაცემის დრო არის 1 წთ. სწორი პასუხის შემთხვევაში ჟიური წერს 1 ქულას.
  • მეორე რაუნდი - რაუნდი შედგება 10 კითხვისგან, კითხვაზე პასუხის გასაცემად დრო არის 1 წთ.  მაგრამ პირველი გუნდი, რომელიც 1 წთ-ზე ადრე ჩააბარებს სწორ პასუხს მოიპოვებს დამატებით 1 ქულას.
  • მესამე რაუნდი - რაუნდი შედგება 10 კითხვისგან, კითხვაზე პასუხის გასაცემად დრო არის 1 წთ. მაგრამ პირველი გუნდი, რომელიც 1 წთ-ზე ადრე ჩააბარებს სწორ პასუხს მოიპოვებს დამატებით 2 ქულას.

დასაწყისი: 17:00 საათი. 

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე 17 ივნისის, 12:00 საათამდე.

  •   გუნდს არეგისტრირებს კაპიტანი;
  •  გუნდში წევრების რაოდენობაა - მინიმუმ 3 - მაქსიმუმ 5;
  •   ასევე საჭიროა კაპიტანმა მიუთითოს გუნდის სახელი.

პირველი და მეორე ადგილის მფლობელ გუნდებს გადაეცემათ  სპეციალური პრიზები, ხოლო პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტს  ელექტრონული სერტიფიკატები.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ SEU-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. 

კაპიტანი გუნდს არეგისტრირებს მოცემულ ბმულზე

დარეგისტრირდი

თამაში ტარდება SEU-ს ბიზნესის კლუბის და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით.


ჟიურის წევრები:

  • ვალერი მოსიაშვილი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი;
  • ლევან დუნდუა: SEU-ს მოწვეული ლექტორი, მარკეტინგის და პროდუქტების განვითარების მენეჯერი;
  • ლიანა აფაქიძე: კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი  და SEU-ს მოწვეული ლექტორი.

აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.

Message body empty