სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კერძო სამართლის კვირეული SEU-ში

17 ივნისი

17-21 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდება კერძო სამართლის კვირეული, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამოქალაქო პროცესის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებთან დაკავშირებით.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სესიების ხანგრძლივობაა 2 საათი. 

პროექტის დასასრულს გაიმართება დასკვნითი ღონისძიება იმიტირებული პროცესის სახით, სადაც მონაწილეები შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას.

პროექტის იმ მონაწილეებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სწავლებას, გადაეცემათ სერტიფიკატი.

მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ სამოტივაციო წერილის ველი 14 ივნისის ჩათვლით:

დარეგისტრირდი
კვირეული ხორციელდება SEU-ს იურიდიული კლუბისა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით. 

ადგილი: SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.

Message body empty