სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენერთა ტრენინგი SEU-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის

31 მაისი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩატარდება ტრენერთა ტრენინგი, რომელიც მოიცავს სამ შეხვედრას(ჯამში 6 საათი). 

შეხვედრების ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან: 

  • სწავლების ეფექტურ მეთოდებს;
  • შეფასების მეთოდებს;
  • აუდიტორიის მართვის ტექნიკებს;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ტექნიკებს;
  • ტრენინგის ორგანიზებისა და დაგეგმვის საკითხებს;
  • ფასილიტაციისა და თანატრენერობის ტექნიკებს.

ტრენინგში მონაწილეობა არის სრულიად უფასო და დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია გაიარეთ მითითებულ ბმულზე:

დარეგისტრირდი

რეგისტრაცია გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია.

ტრენინგის შემდეგ შეირჩევიან სტუდენტები და მონაწილეობას მიიღებენ პროექტში „ხვალინდელი მოქალაქე“ და ტრენერებთან ერთად ჩაატარებენ ტრენინგებს სკოლის მოსწავლეებისთვის და წარმომადგენლებისთვის.

ტრენინგი ტარდება უნივერსიტეტებისთვის გამოცხადებულ საგრანტო პროექტის ფარგლებში. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს გუნდმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტებისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რომელსაც ახორციელებს PH INTERNATIONAL საქართველო "აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით".

Message body empty